Saturday, March 25, 2017

სამკუთხედების კლასიფიკაცია



გაკვეთილის მთავარი თემა
სამკუთხედების კლასიფიკაცია გვერდებისმიხედვით
სწავლების საფეხური
საბაზო საფეხური მე-5-ე კლასი
მოსწალეთა პროფილი
19 მოსწავლე
გაკვეთილის აქტუალობა
მოსწავლე   შეძლებს მიღებული ცოდნა გამოიყენონ ამოცანების ამოხსნის დროსს
გაკვეთილის მიზნები და
მოსწავლეებმა განასხვავონ სამკუთხედები გვერდების მიხედვით;გამოიყენონ ამოცანების ამოხსნისას;განასხვაონ სამკუთხედები კუთხეების მიხედვით.
შედეგები
განამტკიცონ კუთხეების გაზომვა, შერეულ რიცხვებზე მოქმედება,


წინარე ცოდნა
1სამკუთხედების ელემენტები







შეფასების საგანი და პროცედურები

სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები

გაკვეთილის მსვლელობა / საკლასო მენეჯმენტი
2კუთხეების კლასიფიკაცია მათისიდიდის მიხედვითკუთხედების კლასიფიკაცია კუთხეების მიხედვით,
კუთხის საზომი ერთეული,სამკუთხედის კუთხეების  ჯამის თვისება.
3მრავალკუთხედის პერიმეტრი
5შერეულირიცხვების შეკრება-გამოკლება სხვადასხვა მნიშვნელებით.
მოსწავეები შეფასდებინ წინასწარ შემუშვებული შეფასების რუბრიკის საშუალებით.

ფურცლები, მარკერები, კომპიუტერი, პროექტორი, დაფა, მავთული

        საოaრგანიზაციო საკითხები - 2 წთ
        A ფაზა (გამოწვევა) - 15 წთ
მოსწავლეებისთვის შესასწავლი თემის და მიზნის გაცნობის შემდეგ ვამოწმებ საშინაო დავალებას მერხებთან ჩამოვლით. ამავე დროს ისინი მონაცვლეობით გადიან დაფასთან და ხსნიან დავალების ამოცანებს. ირჩევა ყველა ამოცანა: ვარკვევ თუ როგორ აითვისენ წინარე ცოდნა, ანუ სამკუთხედების კლასიფიკაცია კუთხეების სიდიდის მიხედვით, სამკუთხედების კუთხეების ჯამის თვისება, გამეორებიდან მოქმედებები შერეულ რიცხვებზე. თუ ვინმეს გაუჭირდა ათვისება სკაფოლდინგის საშუალებით ვახდენ მოსწავლეთა ათვისების გაუმჯობესებას.
მოსწავლეები დაფასთან ხსნიან საშინაო დავალებებს, ასაბუთებენ ამოხსნის მიმდინარეობას. ამოწმებენ ამოხსნის სიზუსტეს. საშინაო დავალების განხილვისას და გაკვეთილზე მიცემული ამოცანების ამოხსნისას ვეცდები მათი მსჯელობა მივმართო იქითკენ, რომ მოსწავლეები პრაქტიკულად უკვე მზად არიან დაეუფლონ იმას რაც უნდა ისწავლონ მომდევნო ფაზაზე - სამკუთხედების კლასიფიკაცია გვერდების მიხედვით;
        B ფაზა - 15 წთ
წინასწარი შეფასების შედეგების გათვალისწინებით, მოსწავლეები დაყოფილი იქნებიან ჯგუფებად მზაობის მიხედვით: დაბალი, საშუალო და მაღალი მზაობის შესაბამისად - დიფერენცირებული სწავლების განსახორციელებლად. იწყება ჯგუფური მუშაობა დავალების ბარათებით. ჯგუფებს ეძლევა მითითება, განსაზღვრული დრო. ყველა ჯგუფს ვაძლევ ერთიდაიგივე სიგრძის (45 სმ) მავთულს.
    I ჯგუფი (დაბალი მზაობა)
გავაკეთოთ სამკუთხედის კარკასი, რომლის გვერდები ერთნაირი სიგრძისაა;
    II ჯგუფი (საშუალო მზაობა)
გავაკეთოთ სამკუთხედის კარკასი, რომლის გვერდები სხვადასხვა სიგრძისაა; გვერდის სიგრძეები  თვითონ შეარჩიონ (ნატურალური რიცხვებით);
    III  ჯგუფი (მაღალი მზაობა)
გავაკეთოთ სამკუთხედის კარკასი, რომლის ორი გვერდი ერთნაირია, მესამე კი სხვა სიგრძის. მონაკვეთის სიგრძეები თვითონ შეარჩიონ.
თითოეული ჯგუფი დაფასთან გამოიტანს თავის ნამუშევარს და დავამაგრებთ დაფაზე. შემდეგ მოსწავლეები თვითონ განიხილავენ შედეგებს თუ როგორი სამკუთხედები მიიღეს გვერდების მიხედვით, მიუხედავად იმისა რომ სამკუთხედების გვერდების ჯამი იყო ერთიდაიგივე  (45 სმ) - მივიღეთ სხვადასხვა გვერდა, ტოლფერდა და ტოლგვერდა სამკუთხედები. ამის შემდეგ სახელმძღვანელოდან მოსწავლეები დამოუკიდებლად ეცნობიან თეორიულ მასალას და თავიანთ დასკვნებს ადარებენ სახელმძღვანელოში გაკეთებულ დასკვნას, რომ სამკუთხედები ასევე დაიყოფა გვერდების მიხედვით: სხვადასხვა გვერდა, ტოლფერდა და ტოლგვერდა. თვითონ ჩამოაყალიბებენ განმარტებებს. აღვნიშნავთ, რომ ტოლფერდა სამკუთხედის ტოლ გვერდებს ფერდები ეწოდება, ხოლო მესამე გვერდს ფუძე.
        C ფაზა - 13 წთ
მოსწავლეებს ვთხოვ ახალი ცოდნა გამოიყენონ სხვადასხვა კონტექსტში.
ტოლფერდა სამკუთხედის პერიმეტრი  40 სმ-ია, ფუძის სიგრძე  8 სმ. ვიპოვოთ ფერდები.
სამკუთხედის ერთი გვერდი  2-ჯერ მეტია მეორეზე, მესამე ტოლია  15 სმ-ის, პერიმეტრი  42 სმ-ია. ვიპოვოთ უცნობი გვერდები.
ამის შემდეგ ვაძლევ ინდივიდუალურ სამუშაო ქვიზს. გაკვეთილის ბოლოს შევაჯამებ კლასის მუშაობას ჯგუფების მიხედვით. ვაძლევ პოსტერზე სქემას სამკუთხედების კლასიფიკაციაზე კუთხეების მიხედვით. გვერდების მიხედვით კლასიფიკაციას თვითონ მოსწავლეები დაასრულებენ ამავე პოსტერზე.
ვამოწმებ ქვიზის შედეგებს. მოსწავლეები ეცნობიან საკუთარ პასუხებს.
მოსწავლეთა შეფასების, დაკვირვების და ანალიზის ობიექტი იქნება ზეპირი პრეზენტაცია, მსჯელობა და წერითი სამუშაო, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად გამოვიყენებ მიმდინარე განმავითარებელ და განმსაზღვრელ შეფასებას. ამით საშუალება მექნება გავიგო ვინ როგორ მოახერხა საკითხის შესწავლა, ვის ჭირდება შემდგომი დახმარება, რომელსაც შემდგომი გაკვეთილების დაგეგმვისას გავითვალისწინებ. ვაძლევ საშინაო დავალებას.



No comments:

Post a Comment