ინტელის ტრენინგმა ,,პროექტებით სწავლება" ,რომელიც 9 სამუშაო შეხვედრისგან შესდგებოდა,ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა.გავეცანით სასწავლო პროექტის შაბლონს,განვიხილეთ სასწავლო ღოვისძიებების დაგეგმვის სქემა,შევარჩიეთ სტანდარტები,21 საუკუნის უნარ-ჩვევები და მოვარგეთ ჩვენს სასწავლო პროექტს.შევიმუშავეთ და ფორმულირება გავუკეთეთ მიმართულების მიმცემ საკვენძო კითხვებს,რომლებიც ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესის უკეთ წარმართვას.ვიმუშავეთ მოსწავლის პროექტის შეფასებაზე.თემიდან გამომდინარე შევქმენით შეფასების ფორმა,ვისაუბრეთ სწავლების დიფერენცირებაზე.განვიხილეთ შეფასების რუბრიკები.ვისაუბრეთ საძიებო სისტემებზე,წყაროს სანდოობაზე,ვებგვერდის ჩანიშვნაზე,სპეციალურ საძიებო რესურსებზე,ინტერნეტკავშირებაზე,კერძოდ,ელ-ფოსტაზე,ვისწავლეთ წერილების გაგზავნა,ფაილების მიბმა.შევქმენით ბუკლეტი,პროექტის პრეზენტაცია და მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.შევისწავლეთ დისკში ახალი დოკუმენტის შექმნა და გაზიარება,რედაქტირება.ჩვენს მიერ შექმნილი პრეზენტაცია ავტვირთეთ ბლოგზე.ვისაუბრეთ ფერის,გვერდის,შრიფტის ზომის შეცვლაზე,ვისწავლეთ გაჯეტის ჩასმა.თავი მოუყარეთ ფასილიტაციის რესურსების ელ.მასალებს და გავაზიარეთ ბლოგზე მთლიანად პროექტის მასალები.
ბევრი რამ შევისწავლეთ ამ ტრენინგიდან, რომელსაც გამოვიყენებ ჩემს შემდგომ მუშაობის პროცესში. ტრენინგმა მაღალ დოდონეზე ჩაიარა, რისთვისაც დიდი მადლობა ბატ. ავთანდილ ცნობილაძეს.
No comments:
Post a Comment